ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა მკლავჭიდში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ტოპ 8 რაუნდის წაუგებლად მოიგო და დამსახურებულად ატარებს მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელის სტატუსს.
ლევანმა ფინალში რუსი ვიტალი ლალეტინი 6:0 დაამარცხა და ტოპ 8-ის პირველი შეჯიბრიც უპრობლემოდ მოიგო.
ლევანმა პირველ წრეში ამერიკელ “მოხუც” ტიმ ბრესნანს ასევე 6:0 მოუგო. მეორე წრეში, რომელიც ნახევარფინალი იყო, მსგავსი ანგარიშით დაამარცხა ყაზახი კიდგირბალი ონგარბაევი.
საგინაშვილმა პრესტიჟული ტიტულის მოპოვებასთან ერთად ჯილდოდ 50 000 ამერიკული დოლარიც მიიღო.
წყარო: sportall.ge