დიდი კითხვის ნიშნები ვაისის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით

373

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმაჩამოწერა ის ფეხბურთელებირომლებიც სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ და დანიასთანოფიციალურ შეხვედრებში დაიცავენ ქვეყნის ღირსებას.

გარკვეულ საკითხებს კვლავ უნდა დავუბრუნდეთ და სხვა ვთქვათრა თქმა უნდასანაკრებო სიას მწვრთნელი ადგენს და საბოლოო შედეგზეც პასუხისმგებელი ის არისმაგრამ არ შეიძლებაამ სიის შესახებ აზრი არ გამოვთქვათ.

მას თან ახლავს ძალიან ბევრი კითხვა და ერთი ნამდვილად დიდი უსამართლობათანმიმდევრობით მივყვეთ სლოვაკის არჩევანს და პოზიციების მიხედვით გავარჩიოთ ის

მეკარეები

გიორგი ლორიასა და გიორგი მაკარიძის გამოძახება ეროვნულ ნაკრებში სავსებით ლოგიკურია. ეს ორი მეკარე უკვე წლებია, საუკეთესოა საქართველოში. მესამე მეკარედ ვაისმა “საბურთალოს” კიპერს, ლაზარე კუპატაძეს უხმო. კუპატაძის ნიჭიერებაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ის “საბურთალოშიც” კი არ არის ძირითადის მეკარე და საერთოდაც, ახლა იბრუნებს ოპტიმალურ სათამაშო ფორმას ლუქსემბურგში გატარებული უნაყოფო პერიოდის შემდეგ.

გასაგებია, რომ როინ კვასხვაძე ტრავმირებულია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატიდან ნამდვილად შეიძლებოდა ისეთი მეკარის გამოძახება, ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქვს. მაგალითად, ბათუმის “დინამოს” კარის დარაჯის, მიხეილ ალავიძის, ან რუსთაველი გიორგიმამარდაშვილის

მოკლედ, შეიძლებოდა უკეთესი ვარიანტის მოფიქრება…

დაცვა

აქ ერთადერთი კითხვის ნიშანია და ის ჯაბა ჯიღაურს უკავშირდება. ჯაბას ნაკრებში გამოძახების საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს. მითუმეტეს, ის ახლა შესანიშნავ ფორმაშია და ბათუმის “დინამოში” კარგი თამაშით ამტკიცებს, რომ რჩეულთა შორის ყოფნის ღირსია.

აქ საკითხავი სულ სხვა რამეა – რა უნდა ჯიღაურს მცველებში? ლამის ასპროცენტიანი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაისი ჯიღაურის გამოყენებას ფლანგელ მცველად აპირებს. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ ჯიღაურის თამაში ამ პოზიციაზე და აღტაცებულნი არ დავრჩენილვართ. ვერც დავრჩებოდით, რადგან მისი კოზირი შეტევაში კარგი თამაშია, დაცვა კი მისთვის აბსოლუტურად უცხო პოზიციაა.

ნახევარდაცვა

ვლადიმირ ვაისის არაერთი გადაწყვეტილება გაგვიკრიტიკებია, მაგრამ სხვადასხვა დროსა და შემთხვევაში სლოვაკის საქციელს ალბათ მაინც ჰქონდა რაღაც ახსნა, მაგრამ ახლა მისთვის სასარგებლო არგუმენტს ნამდვილად ვერ ვპოულობთ.

რამდენიმე დღის წინ ჩვენი (და არა მარტო) აზრი უკვე გითხარით – დიდი უსამართლობაა ის, რომ საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არ არის გიორგი ხარაიშვილი.ფეხბურთელი, რომელსაც გოლი გოლზე (ბოლო უქმეებზეც გამოიჩინა თავი) გააქვს შვედეთის ჩემპიონატში და რომელიც ბოლო შეხვედრებში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დაფრინავს.

ვაისი არასოდეს წყალობდა მას. ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მისი ფიზმომზადებაც (თუ მოუმზადებლობა) მოიყვანა, მაგრამ როგორ დავიჯეროთ, რომ მისი ფიზიკური ფორმა უარესია ნაკრების ძირითადის არაერთ ფეხბურთელზე, რომელთაც აკლიათ ყველაზე მთავარი – სათამაშო პრაქტიკა.

ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატში ბრწყინავს. ეს ის პირველობაა, რომელშიც უდიდესი ყურადღება ექცევა სწორედაც ფიზიკურ მომზადებას და თუ ამ კომპონენტში სუსტი ხარ, ნამდვილად ვერ ითამაშებ იმ დონეზე, რომელზეც ხარაიშვილი თამაშობს.

ისღა დაგვრჩენია, შორიდან გავამხნევოთ გიორგი და ვურჩიოთ, რომ ძველებური მონდომებით გააგრძელოს შრომა. იმისაც გვჯერა, რომ საქართველოს ნაკრებში მას უსათუოდ დაუძახებენ.

ჩვენი აზრით, ნაკრებში უნდა იყოს ლუკა ზარანდიაც. ნიჭიერი ბიჭიდან ის უკვე ჩამოყალიბდა კარგ ფეხბურთელად, ვისაც ერთი მოძრაობით შეუძლია თამაშის ბედის შეცვლა. ეგაა, ვაისს არ მოსწონს გამოკვეთილი ინდივიდუალისტები.

ვილაპარაკეთ ჯაბა კანკავაზეც და ერთხელაც ვიტყვით – ვინ არ დაგვეთანხმება, რომ ამ ფორმაციის ნაკრები გუნდის კაპიტნის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი. საქმე ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს კაპიტანი დანიასთან ოფიციალურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

სამხრეთ კორეასთან ამხანაგურში ჯაბა ითამაშებს, მაგრამ განა რა აქვს მას დასამტკიცებელი ამხანაგურ მატჩში, რაში უნდა დარწმუნდეს ვაისი? ისედაც ხომ ვიცით, რომ კანკავა ნაკრების უდავო ლიდერია? ჩვენი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, სანაკრებო შანსი მიეღო კანკავას ამპლუის რომელიმე ფეხბურთელს. ცოტა წინაც ხომ უნდა გავიხედოთ? რა გვეშველება, როცა ადრე თუ გვიან კანკავა სანაკრებო კარიერას დაასრულებს?

თავდამსხმელები

სიტუაციამ ისე მოიტანა, რომ აქ მხოლოდ ვაკო ყაზაიშვილის იმედზე ვართ, ვინც დიდებულ ფორმაშია, მაგრამ სულაც არაა გამოკვეთილი ცენტრფორვარდი. გიორგი ქვილითაიას ბევრს ვერ მოვთხოვთ, რადგან მას სათამაშო პრაქტიკა ძალიან აკლია. სწორედ ამიტომ იყო საჭირო ეროვნულ გუნდში ისეთი გამტანი ნახევარმცველი, როგორიც გიორგი ხარაიშვილია…

წყარო: lelo.ge

SHARE