“ხიმნასიის” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ საკუთარი გუნდის საგარეო მატჩს სამეფო ტახტიდან ადევნა თვალი.
58 წლის დიეგო მარადონას სამეფო ტახტი მეტოქე გუნდმა “ნიუელს ოლდ-ბოიზმა” დაუდგა. ამ კლუბში მარადონა 1993/94 წლებში გამოდიოდა.
შესაძლოა, ორგანიზატორები ამით ცდილობდნენ, მისთვის დაბადების დღე მიელოცათ. 30 ოქტომბერს მარადონას 59 წელი შეუსრულდა.
მარადონას “ხიმნასიამ” ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა. 7 ქულით “ხიმნასია” არგენტინის ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.
წყარო: sportall.ge