როგორც მოგეხსენებათ, წელს ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს “დინამო თბილისი” წარმოადგენს.
კახაბერ ჩხეტიანის გუნდი ასპარეზობას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე ალბანური “ტირანა” იქნება.
UEFA-ს აღნიშნული თამაშის ჩატარების თარიღი დადგენილი არ ჰქონდა, თუმცა ოფიციალური საიტის თანახმად, “დინამო თბილისი” შეხვედრას 19 აგვისტოს გამართავს. თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება მატჩი, რომელსაც “დინამო არენა” უმასპინძლებს.
“ტირანას” ბარიერის დაძლევის შემთხვევაში თბილისელები “ცრვენა ზვეზდასა” (სერბეთი) და “ევროპას” (გიბრალტარი) შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
წყარო: live.ge