ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისი” “ენგორდანს” დაუპირისპირდა და 6:0 გაანადგურა. (გოლები)
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში “დინამომ” ისტორიული რეკორდი დაამყარა.
აქამდე, არასდროს არცერთ ქართულ გუნდს ევროტურნირებზე 6 ან მეტი ბურთის სხვაობით არავისთვის მოუგია.
შეგახსენებთ, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში “დინამო” “გაბალას” შეხვდება.
წყარო: goal.ge