დი მარია: „მესი ნაკრებისთვის მაქსიმუმს ცდილობს“

488

„პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ, ჟურნალისტებს თავისი პარტნიორის, ლიონელ მესის შესახებ ესაუბრა.

„ვფიქრობ, მესი მოვალეობას კარგად ართმევს თავს. მართალია, ბევრი გოლი არ გააქვს, მაგრამ უამრავ სასარგებლო საქმეს აკეთებს. ის ყველაფერს იღებს ეროვნული გუნდისთვის. იმედია, წინსვლას გაგრძელებს.

ბრაზილიასთან ნახევარფინალში ძნელი თამაში გველის. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება გასამარჯვებლად. ბრაზილიელებს ხომ დამატებით არანორმალური მხარდაჭერა ექნებათ ტრიბუნებიდან. ვეცდებით, მაღალ დონეზე ვითამაშოთ.“ – უთხრა დი მარიამ Goal.com-ს.

 

წყარო: worldsport.ge

SHARE