„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავი, ლიონელ მესი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, დორტმუნდის „ბორუსიის“ წინააღმდეგ, თავის მე-700 შეხვედრას გამართავს კატალონიური კლუბის მაისურით – წერს Sport.es.
არგენტინელი მეორე ფეხბურთელი გახდება ისტორიაში, ვისაც ამ ნიშნულუსთვის მიუღწევია. მასზე მეტი მხოლოდ ჩავი ერნანდესს უთამაშია „ბარსაში“ – 767.
32 წლის მესი „ბარსელონას“ აღზრდილია და კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახლავთ, 699 მატჩში მან 612 ბურთი გაიტანა და 248 საგოლე გადაცემა შესარულა.
წყარო: worldsport.ge