ევროპა ლიგაზე ქართული გუნდების მატჩების თარიღი ცნობილია

383

წელს ევროპა ლიგაზე 3 ქართული კლუბი იასპარეზებს – “დინამო ბათუმი”, “საბურთალო”, და “ლოკომოტივი”.

გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქე წილისყრის მიხედვით ებრაული “ჰაპოელი” იქნება. “ლოკომოტივი” შინ რუმინულ “უნივერსიტატეა კრაიოვას” დაუპირისპირდება, ხოლო “საბურთალო” კვიპროსზე “აპოლონს” ესტუმრება.

UEFA-მ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების თარიღი და დრო ოფიციალურად დაადგინა. სამივე ქართული გუნდი თავის თამაშს 27 აგვისტოს გამართავს.

“დინამო ბათუმისა” და “ჰაპოელის” შეხვედრა თბილისის დროით 21:45-ზე დაიწყება, “ლოკომოტივისა” და “კრაიოვას” მატჩი სტარტს 21 საათზე აიღებს, “საბურთალო” – “აპოლონი” კი – 20 საათზე გაიმართება.

წყარო: live.ge

SHARE