ლა ლიგის 2019-2020 წლის სეზონის კალენდარი ცნობილია.
ჩემპიონატი 18 აგვისტოს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება.
რაც შეეხება პირველ ტურს, მოქმედი ჩემპიონი “ბარსელონა” სტუმრად ბილბაოს “ატლეტიკს” ეთამაშება.
მადრიდის “რეალი” – ასევე სტუმრად ვიგოს “სელტას”. “სამეფო კლუბის” მეზობელი “ატლეტიკო”, შინ “ხეტაფეს”.
პირველი ელ კლასიკო 27 ოქტომბერს, “კამპ ნოუზე” გაიმართება, განმეორებითი კი 1 მარტს.
წყარო: sportall.ge