საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩზე გულშემატკივრების დაშვებას მიეძღვნა.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტს საქართველოს ნაკრები ესპანეთს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. დღეს, 18 მარტს გაირკვა, რომ სტადიონზე ადგილების 30 პროცენტი შეივსება.
პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ნაკრების წლის პირველ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. ჩვენთვის ქომაგის მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს.
უეფა-ს რეგულაციით სტადიონის ტრიბუნების 30 პროცენტის შევსებაა შესაძლებელი და ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას. „დინამო არენაზე“ მაყურებლების 30% გულისხმობს 15 500 გულშემატკივარს.
ამ საკითხზე კიდევ უფრო დაწვრილებით მომდევნო კვირაში გავიგებთ – ზუსტ გადაწყვეტილებას მარეგულირებელ კომისიაში ორშაბათს მიიღებენ.“
დავით მუჯირმა 9 საათის შემდეგ გადაადგილებაზეც ილაპარაკა:
„საქართველოსა და ესპანეთის მატჩი თბილისის „დინამო არენაზე“ 20 საათზე დაიწყება. თუმცა ბილეთები გაიყიდება პირადობით და ბილეთების მფლობელებს 12 საათამდე ექნებათ გადაადგილების უფლება”.
წყარო: 1tv.ge