უდინეში, „დაჩია არენაზე,“ ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა. ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა გერმანელ თანატოლებს 2:1 მოუგო და ისტორიაში მეხუთედ დაეუფლა ამ ტიტულს.
ესპანელებმა სწრაფი გოლით გახსნეს ანგარიში. უკვე მე-7 წუთზე მათმა ნახევარმცველმა, ფაბიან რუისმა გაიტანა. 69-ე წუთზე დანიელ ოლმომ გააორა. დამთავრებას ორი წუთი უკლდა, როცა გერმანელმა ნადიმ ამირიმ ერთი ბურთი გაქვითა.
ამრიგად, ესპანელებმა გერმანელებთან 2017 წლის ფინალში წაგებისთვის რევანში აიღეს.
წყარო: worldsport.ge