ვიდალი: “ვფიქრობ შოუ ფეხბურთელებმა დადგეს და არა მსაჯებმა”

415

ჩილეს ეორვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა არგენტინასთან წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მსაჯმა თამაში გააფუჭა და მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა. აღნიშნულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ და გარი მედელმა წაიკამათეს და მსაჯმა ორივე მოედნიდან გააძევა.

“მსაჯმა თამაში გააფუჭა. გუნდები ღიად ვერ თამაშობდნენ და სიტუაცია არაფრისგან დაიძაბა. ვიმედოვნებ ასეთი რამ არასდროს განმეორდება. ვფიქრობ, შოუ ფეხბურთელებმა დადგეს და არა მსაჯებმა.” – ციტირებს TyC Sports-ი ვიდალის სიტყვებს.

არგენტინამ ჩილე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. ლიონელ მესიმ კი ბრინჯაოს მედლის აღებაზე უარი თქვა და კონმებოლი კორუფციაში დაადანაშაულა.

მესის გაძევება იხილეთ აქ.

წყარო: worldsport.ge

SHARE