რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში “ბორჯღალოსნებთან” 6:78 დამარცხების შემდეგ კომენტარი ბელგიელთა მწვრთნელმა გიომ აჟაკიმმა გააკეთა:
“დიდი მადლობა ყველას დღევანდელი მატჩისთვის. ადრეც აღვნიშნე და გავიმეორებ, ჩვენი მიზანი იყო, მომდევნო შეხვედრებისთვის მოვმზადებულიყავით. დიდი სხვაობით წავაგეთ, მაგრამ ვეთამაშეთ რაგბი ევროპის ჩემპიონატის უძლიერეს გუნდს. მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრა გამოგვადგება მიზნის მისაღწევად, რაც ლიგაში დარჩენაა.
ჩვენი და საქართველოს შორის ისეთი სხვაობაა, რომ ფაქტობრივად სხვადასხვა დივიზიონში ვთამაშობთ. თქვენ გყავთ პროფესიონალი მორაგბეები, რომლებიც კვირაში 7 დღე ვარჯიშობენ, მსოფლიო თასის არაერთი მონაწილეა, ჩვენ კი ფაქტობრივად მოყვარულები ვართ. დღეს ყველამ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ საქართველოსთან ეს საკმარისი არაა. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ამ დივიზიონში აღარ მოუწევს თამაში და მალე იქნება ექვს ერში, იმ დივიზიონში, სადაც თამაშს იმსახურებს”.
წყარო: sportall.ge