(ვიდეო) ლეგენდარული ქართველი მორაგბე კარიერას ასრულებს

592

“ბორჯღალოსნების” ლეგენდარული კაპიტანი, მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე, გორგოძემ ტოლეკომპანია “იმედთან” ისაუბრა.

“30 ივნისს მიმთავრდება მოქმედი კონტრაქტი ფრანგულ “ტულონთან” და მის გახანგრძლივებას აღარ ვაპირებ. გადავწყვიტე დავასრულო სარაგბო კარიერა. თუ რამეში დასჭირდება ქართულ რაგბს ჩემი დახმარება, მუდმივად მის გვერდით ვიქნები”, – აღნიშნა მამუკა გორგოძემ

შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ღირსებას მამუკა გორგოძე 2003-2017 წლებში იცავდა. გულშემატკივართა თხოვნის გათვალიწინებით, მამუკა გორგოძე “ბორჯღალოსნებს” 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე დაეხმარა, სადაც ქვეჯგუფის ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. Top 14-ში, გორგოძემ ადგილი 2005 წლიდან დაიმკვიდრა. 2005-14 წლებში იგი “მონპელიეს” ღირსებას იცავა, რის შემდეგაც “ტულონს” შეუერთდა.

წყარო: live.ge

SHARE