აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის 15 აგვისტოს ღონისძიებას (UFC 252) ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ბრძოლა დაემატა, რომელშიც ერთმანეთს წონის მე-15 ნომერი მერაბ დვალიშვილი და მე-12 ნომერი ჯონ დოდსონი დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას პოპულარული ვებგვერდი „ემ-ემ-ეი ჯანქი“ (MMAJunkie) ავრცელებს. ღონისძიება ლას ვეგასში, „აპექს“-ში (UFC Apex) გაიმართება.
დოდსონს (21-11) წარსულში ქვედა წონის საჩემპიონო ქამარზე აქვს ნაბრძოლი, მაგრამ ბოლო რვა დაპირისპირება ქვემსუბუქ კატეგორიაში ჰქონდა (4-4). ბოლო ბრძოლაში მან ნათანიელ ვუდი ნოკაუტით დაამარცხა.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს (11-4), მან UFC-ში პირველი ორი შეხვედრა დათმო, მაგრამ მას შემდეგ ზედიზედ ოთხი მოიგო. მისი ბოლო მეტოქე გუსტავო ლოპესი იყო, რომელთანაც ქართველმა „თეიქდაუნების“ რეკორდი დაამყარა.
ღონისძიების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
- სტიპე მიოჩიჩი – დენიელ კორმიე – მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლა
- ჯუნიორ დოს სანტოსი – ჯაირზინიო როზენსტრუიკი
- მაგომედ ანკალაევი – იონ კუტელაბა
- ფრენკი ედგარი – პედრო მუნიოზი
- შონ ო’მალი – მარლონ ვერა
- ლივინია სოუზა – ეშლი იოდერი
- ფელის ჰერიგი – ვირნა იანდირობა
- როჯერიო ბონტორინი – მანელ კაპე
- ზელიმ იმადაევი – ლაურეანო სტარპოლი
- ჯონ დოდსონი – მერაბ დვალიშვილი
წყარო: 1tv.ge