თბილისის „ლოკომოტივმა“ უეფას ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოსკოვის „დინამოს“ „მიხეილ მესხი 2“-ზე უმასპინძლა და მოულოდნელად, დიდი და სასიამოვნო სიურპრიზის ავტორი გახდა.
თბილისელებს ტრავმირებული არავინ ჰყავდათ და მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობით გავიდნენ. მოსკოველებიც საბრძოლო შემადგენლობით ჩამოვიდნენ, მათ მხოლოდ ჩინეთში გადასული ბოსნიელი ცენტრალური მცველი ტონი შუნიჩი აკლდათ.
პირველ ტაიმში უპირატრესობას მოსკოველები ფლობდნენ. მომენტების შექმნა თბილისელებმაც მოახერხეს – თუმცა, შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ 0:0.
მეორე ნახევარში მოსკოველებმა დაცვა მოიაშოშვლეს და მთელი ძალებით შეტევაში წავიდნენ, რითავ გიორგი ჭაბრიშვილის გუნდმა კარგად ისარგებლა.
54-ე წუთზე თბილისელებმა შედეგს მიაღწიეს – თორნიკე კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგიდან კარისკენ ჩააწოდა, მეკარემ ბურთი უხეიროდ მოიგერია და დამატებაზე ირაკლი სიხარულიძემ ზუსტად დაარტყა 1:0.
76-ე წუთზე კი მამია გავაშელიშვილმა ძალიან კარგი კონტრშეტევა მეორე გოლით დააგვირგვინა. მოსკოველებმა 90+2-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, რომლითაც ნიკოლაი კომლიჩენკომ ანგარიში შეამცირა 2:1
საბოლოოდ, „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა, დიდი სენსაციის ავტორი გახდა და და ევროპალიგის მესამე ეტაპზე გავიდა.
წყარო: 1tv.ge