საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის გათამაშებაში ზედიზედ ორი გმარჯვების შემდეგ რეიტინგში პროგრესი განიცადა და იტალიას გადაასწრო.
განახლებულ რეიტინგში „ბორჯღალოსნებს“ 72.70 ქულა აქვთ და მე-12 ადგილზე აღზვედნენ, პოზიცია კი, იტალიის ნაკრებს გაუცვალეს, რომელმაც ამავე პერიოდში ექვს ერში ორივე თამაში წააგო.
„სკუადრა აძურასთან“ უპირატესობა ამ დროისთვის მინიმალურია, ხოლო ფიჯისთან ჩამორჩენა ჯერაც სოლიდურია.
… 10. არგენტინა – 78.31 ქულა
11. ფიჯი – 76.21
12. საქართველო – 72.70
13. იტალია – 72.04
14. ტონგა – 71.44
15. სამოა – 70.72
მოწინავე ათეულში ერთადერთი ცვილება მოხდა, ირლანდიამ და უელსმა ადგილები გაცვალეს, ხოლო რეიტინგის ლიდერი კვლავინდებურად მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის ნაკრებია.
1. სამხრეთ აფრიკა – 94.19 ქულა
2. ახალი ზელანდია – 92.11
3. ინგლისი – 87.80
4. ირლანდია – 85.36
5. უელსი – 84.28
6. საფრანგეთი – 82.37
7. ავსტრალია – 81.90
8. იაპოანია – 79.28
9. შოტლანდია – 78.58
აღსანიშნავია, რომ განახლებული მონაცემებით ყველაზე დიდი რეგრესი რუსეთმა განიცადა, რომელიც მეოცედან 25-ე ადგილამდე დაქვეითდა.
წყარო: worldsport.ge