(ვიდეო) სენსაცია საქართველოს ჩემპიონატში – დებიუტანტი ლიდერებში

388
16 ივლისს, ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში “თელავმა” სახლში “ჩიხურას” 2:0 სძლია.

ანგარიში დებიუტში ჩაბრაძის კარგი გარღვევისა და პასის შემდეგ ნ. ბაშელეიშვილმა გახსნა. პირველი ნახევარი საათი უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ტაიმში გოცირიძის შეგირდები ბურთს აკონტროლებდნენ და ჩუკვურამ მეორედ დაამწუხრა ბეგაშვილი.

“თელავი” 9 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო “ჩიხურა” 2 ქულით უკანასკნელ, მეათეზე.

23 ივლისს “თელავი” “მერანს” უმასპინძლებს, “თელავი” კი 25 ივლისს თბილისში “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება.

თელავი. “კავკასიონი არენა”
თელავი – ჩიხურა 2:0
გოლები: 1:0 ნ.

ბაშელეიშვილი (7), 2:0 ჩუკვურა (84)

თელავი (3-4-2-1): სანიკიძე, თოლორდავა (კ), ბერიაშვილი, ჩუკვურა, ძოწენიძე, ჩაბრაძე, ვარშანიძე, ნ.ბაშელეიშვილი (რუხაძე 57), მოსიაშვილი, კოხრეიძე (მ. ბაშელეიშვილი 85), სამუშია (კვასოვი 71)

მწვრთნელი: გოცირიძე

ჩიხურა (4-2-3-1): ბეგაშვილი, მაჩაიძე, კაშია (კ), კორიფაძე, ჯავაშვილი, ჩიკვაიძე, გვაზავა, კახაბრიშვილი, წიქარიძე (კიკაბიძე 72), დეკანოიძე (ღავთაძე 77), მუჯირი (ბუხაიძე 61)

მწვრთნელი: თურმანიძე,
SHARE