(ვიდეო) ტოჩინოშნის დიდი რისკის შედეგი

525

სექტემბრის ბაშოს მე-5 დღეს ქართველი ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მეტოქე მე-3 მაეგაშირა ტომოკაძე იყო. წაგების შემთხვევაში ლევანს დადებითი ბალანსის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებოდა.

თავიდანვე კარგად დაეჭიდა ტომოკაძეს, თუმცა მეტოქეც კარგად დაუხვდა. თუ აქამდე ტოჩინოშინი ქამარში ხელის ჩავლებას ცდილობდა, ტაქტიკა შეცვალა და სხვა ხერხებით ცდილობს გამარჯვებას. ამის მიზეზი ის არის, რომ მეტოქეებმა კარგად შეისწავლეს ქართველის სტრატეგია და ქამარში ხელს არ აკიდინებენ. უკვე მეორე ბრძოლაა ტოჩინოშინი მეტოქეებს ტავზე დაქაჩვით აგდებს. თუ წინა დღეს მან თმით დასწია აბი, ამჯერად ტომოკაძეს თმაზე ხელი კი დაადო, მაგრამ არ ჩაუჭიდია. შესაბამისად, ამჯერად გამარჯვება ტჩინოშინს დარჩა და მისი ბალანსი 2-3-ზეა.

წყარო: lelo.ge

SHARE