ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში, მარიამ ბოლქვაძე ამერიკელ ბერნარდა პერას შეხვდა, რომელიც 2 საათსა და 20 წუთში, 6:3 5:7, 6:4 დაამარცხა და ისტორიული მოგება ჩაიწერა.
მეორე წრეში მარიამს სერიოზლული გამოცდა ელის, მისი მეტოქე ქალთა რეიტინგის მე-3 ნომერი ჩეხი კაროლინა პლიშკოვა იქნება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში 18 წლის ამერიკელს, მსოფლიოსრეიტინგის 394-ე ნომერ ჯენსონ ბრუკსბის შეხვდება, რომელმაც პირველ წრეში მსოფლიოს 98-ე ჩოგანი, 33 წლის ჩეხი ტომაშ ბერდიხი 4 სეტში 6:1, 2:6, 6:4, 6:4 დაამარცხა.
წყარო: lelo.ge