საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრი ახმედ ჩაკაევი დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ხვალ, საჩემპიონო ბრძოლაში ხინჩეგაშვილი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს დაუპირისპირდება.
წყარო: worldsport.ge