ზაზა ფაჩულია კავაი ლეონარდთან ერთად? – ამერიკული გამოცემის მოსაზრება

535

ზაზა ფაჩულია გასული სეზონის დასრულების შემდეგ უკლუბოდაა. მას “დეტროიტთან” კონტრაქტი დაუსრულდა, თუმცა NBA-ში კარიერის გაგრძელება კვლავ სურს.

პირველ ივლისს თავისუფალი აგენტების ბაზარი გაიხსნა და ბევრმა მოთამაშემ ახალი კლუბი იპოვა.

ამერიკული გამოცემა clutchpoints.com-ი საინტერესო მოსაზრებას ავრცელებს. მათი აზრით, ვეტერანი ცენტრი “ლოს ანჯელეს კლიპერსს” მოუხდება, რომელსაც ახლახან კავაი ლეონარდი შეუერთდა.

“მონტრეც ჰარელმა მეტი სათამაშო დრო დაიმსახურა მას შემდეგ, რაც 2018-19 წლების სეზონში ყველა გააკვირვა კარგი თამაშით. “კლიპერსი” ცენტრის პოზიციაზე  ივიცა ზუბაცს ეყრდნობა, რომელიც “ლეიკერსს” გაუცვალეს და 4-წლიანი, 28-მილიონიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰარელი კარგი მბლოკავია, მისი დაცვითი შესაძლებლობები ლიმიტირებულია. ზუბაციც კი, “გოლდენ სტეიტთან” დაცვაში დაშვებული შეცდომების შემდეგ როტაციაში მოხვდა.

ფაჩულია NBA-ში ტექნიკური გუნდური დაცვის დროს ერთ-ერთი საუკეთესოა. ის “სქრინების დაყენების” ოსტატია. ეს მნიშვნელოვანია ისეთი გუნდისთვის, რომელსაც შეტევაში კავაი ლეონარდი, პოლ ჯორჯი, ლუ უილიამსი და ლენდრი შამეტი ჰყავს. ზაზა ასევე ფარის კარგი დამცველია, რაც მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც მისი გუნდი “ლეიკერსს”, “დენვერს” ან “ფილადელფიას” დაუპირისპირდება.” – ვკითხულობთ clutchpoints.com-ზე.

35 წლის ზაზა ფაჩულიამ NBA-ში 16 სეზონი გაატარა. ვეტერანი მოთამაშე ორი საჩემპიონო ბეჭდის მფლობელია.

წყარო: sportall.ge
SHARE