თბილისის „დინამომ“ „ენდოგრანი“ არ დაინდო

409
11 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი თბილისის “დინამომ” “ენდოგრანი” 6:0 გაანადგურა. (გოლები)
თავიდანვე გამოჩნდა, რომ მეტოქე “დინამოს” ტოლ-სწორი არ არის და კლასში სხვაობა ძალიან დიდია. ანგარიში თავისი საფირმო საჯარიმო დარტყმით ნინუამ გახსნა, შემდეგ კი კუხიანიძემ შორიდან ცხრიანში ჩააჭედა ბურთი.

30-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი სტუმართა მცველს, ბრიტოს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა ეტყობა, ვერ დაინახა. ამას გარდა “დინამომ” არაერთი მომენტი ვერ გამოიყენა და პირველ ტაიმში ორბურთიან უპირატესობას დასჯერდა.

“დინამო” შესვენების შემდეგაც დიდ უპირატესობას ფლობდა და 61-ე წუთზე ქავთარაძემ ახალ გუნდში სადებიუტო

გოლი გაიტანა. ცოტა ხანში ჯერ ქიმაძის მონადირებული პენალტი კუტალიამ გამოიყენა, ხოლო შემდეგ კუხიანიძემ ანგარიში დაამრგვალა.

ამითაც არ დაკმაყოფილდნენ მაპინძლები და რუხაიას პასით ზარიამ მეექვსედ დაამწუხრა კოკა.
მოკლედ, “დინამომ” პრაქტიკულად შემდეგი ეტაპის საგზური გაინაღდა, სადაც აზარბაიჯანულ “გაბალას” შეხვდება.
თბილისი. “დინამო არენა”
დინამო – ენდოგრანი 6:0
გოლები: 1:0 ნინუა (6), კუხიანიძე (21), 3:0 ქავთარაძე (61), 4:0 კუტალია (69, პენ), 5:0 კუხიანიძე (71), 6:0 ზარია (80)დინამო: პერალესი, რუხაია, მონხილი, კობოური, კუხიანიძე (ქარდავა 76), შენგელია (დაფე 63) , პაპავა (ზარია 58), ქიმაძე, კუტალია, ნინუა, ქავთარაძეენდოგრასი: კოკა, ბრიტო, ბოუარმა, სპანო, ლაფონტი (გუიდა 85), ხილი, სოარესი (პეპე 72), აგუერო, სერა, გომესი (მანეირო 90), ვარელა
წყარო: sportall.ge
SHARE