თბილისის დინამოს განცხადება გაბალაში გამართულ მატჩთან დაკავშირებით

395

“გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ რამდენიმე “ფეიკ” და სახელდახელოდ შექმნილი გვერდების მიერ მოხდა თამაშის მიმდინარეობის არასწორედ და პროვოკაციულად ამსახველი, დამონტჟებული ფოტო და ტექსტური ინფორმაციის გავრცელება, სადაც აქცენტი პოლიტიკურ ბანერებზე და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებაზე გაკეთდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მატჩმა ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩაიარა. ეს ყველაფერი შეხვედრის პირდაპირ ვიდეორეპორტაჟშიც თვალნათლივ ჩანდა. გულშემატკივართა მიერ არ ყოფილა გამოფენილი არანაირი პოლიტიკური სახის ბანერი და არც არანაირ დაძაბულობას არ ჰქონია ადგილი.

ეს ცრუ ინფორმაციები ნამდვილად ვერ მიაყენებს ჩრდილს ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობას. გთხოვთ ამ პროვოკაციული გვერდების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას”, – წერია თბილისის “დინამოს” განცხადებაში.

წყარო: lelo.ge

SHARE