დღეს ცნობილი გახდა, რომ ევრობასკეტ 2021-ის ერთ-ერთი ჯგუფის თამაშები თბილისში ჩატარდება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყანა პირველად უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში, თუმცა თბილისსს ერთხელ უკვე უმასპინძლია ევროპის ჩემპიონატისთვის. გავიხსენოთ ეს დრო…
1965 წლის ევროპის ჩემპიონატს, რომელიც 30 მაისს დაიწყო საბჭოთა კავშირმა უმასპინძლა. 16 ნაკრები ორ A & B ჯგუფებად იყო გაყოფილი. ბუნებრივია, საბჭოთა კავშირი A ჯგუფში, მოსკოვში თამაშობდა. თბილისმა კი B ჯგუფს უმასპინძლა, სადაც ყველაზე გამორჩეული გუნდი იუგოსლავია იყო, რადივოი კორაჩი ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, ხოლო იუგოსლავიამ საბოლოოდ ვერცხლის მედლები მოიგო.
თბილისში ითამაშეს: 1. იუგოსლავია (14 ქულა); 2. პოლონეთი (12); 3. საბერძნეთი (10); 4. ბულგარეთი (8); 5. ესპანეთი (6); 6. საფრანგეთი (4); 7. გფრ (2); 8. შვედეთი (0).
საბჭოთა კავშირის ნაკრებში ორი ქართველი იყო: ზურაბ საკანდელიძე და ამირან სხიერელი.