თემურ ქეცბაია ანორთოსისს აძლიერებს

383

თემურ ქეცბაიას “ანორთოსისი” გაძლიერებას აგრძელებს. როგორც ჩანს, მომავალ სეზონში გუნდი სერიოზულად აპირებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. უკვე ვიცით, რომ ამ კლუბის შემადგენლობაში ითამაშებენ გიორგი ლორიათორნიკე ოქრიაშვილიბუბა დაუშვილი და ნიკა კაჭარავა. მათ გარდა, ფამაგუსტელებმა კიდევ რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი დაიმატეს.

ერთ-ერთი მათგანია 33 წლის ბერძენი მცველი გეორგიოს გალისიოსი, რომელიც თავის დროზე “ოლიმპიაკოსში” თამაშობდა, ბოლოს კი ბელგიური კლუბების, “ლოკერენისა” და “მუსკრონის” ღირსებას იცავდა.

22 წლის მარჯვენა “ვინგერი” გეორგიოს მანტატისი ასევე ბერძენია. ის ბოლო დრომდე “ოლიმპიაკოსის” საკუთრება იყო და ამ გუნდის შემადგენლობაში 11 შეხვედრაც ჩაატარა. ბოლოს “პანიონიოსის” ღირსებას იცავდა.

31 წლისაა ბერძენი შემტევი ნახევარმცველი თეოდოროს ვასილაკაკისი. ის სხვადასხვა დროს თამაშობდა “ვერიაში”, “ქსანტისა” და “ატრომიტოსში”.

მისი კბილაა პორტუგალიელი ცენტრალური ნახევარმცველი რენატო მარგასა, რომელმაც პორტუგალიური და წამყვანი კვიპროსული კლუბები მოიარა, მიიღო კვიპროსის მოქალაქეობა და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში 17 შეხვედრა ჩაატარა.

29 წლის ხორვატი მცველი ბრანკო ვრგოჩი “ოსიეკის”, “სპლიტისა” და ნეთანიას “მაკაბის” ღირსებას იცავდა.

ასევე მცველია 31 წლის უკრაინელი ევგენი სელინი. მას სხვადასხვა დროს არაერთი უკრაინული და ბერძნული კლუბის ღირსება დაუცავს, საუკეთესო პერიოდი კი კიევის “დინამოში” ჰქონდა. სელინი “ანორთოსისში” უნგრული მტკ-დან მივიდა. უკრაინის ნაკრებში სელინმა 15 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

წყარო: lelo.ge

SHARE