თითქმის გადაწყვეტილია! საქართველო სამხრეთ კორეას სტამბოლში შეხვდება

388

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეას შეხვდება. ინფორმაციას ახალი ამბების კორეული სააგენტო “იონჰაპის” (yna.co.kr) ავრცელებს.

“სამხრეთ კორეა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მოსამზადებლად ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში საქართველოს შეხვდება. თუ შეთანხმება ოფიციალურად დადასტურდება, მატჩი გაიმართება ხუთი დღით ადრე, ვიდრე სამხრეთ კორეა 2022 წლის მსოფლიო თასისთვის აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში თურქმენეთს შეხვდება”, – წერია კორეული სააგენტოს ცნობაში.

“იონჰაპის” ცნობაში წყაროდ კორეის ფეხბურთის ფედერაციიაა მითითებული და საქართველოსთან მატჩის კონკრეტული თარიღიც წერია: “ეს კორეის ფეხბურთის ფედერაციაში (KFA) ითქვა. მათივეთქმით, მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება და  ფაქტობრივად შეთანხმებულია, რომ  ამხანაგური მატჩი სტამბოლში 5 სექტემბერს გაიმართება”.

სამხრეთ კორეა ფიფას რეიტინგში 37-ე ადგილზეა. ეს აზიური ნაკრები, რომელიც კონტინენტზე ერთ-ერთი მოწინავეა და კარგად ვნახეთ, რა დღეც აყარა გერმანიას ბოლო მუნდიალზე, შესარჩევ ციკლში ლიბანს, ჩრდილოეთ კორეასა და შრი-ლანკას დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები კი ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში 8 სექტემბერს თბილისში დანიას შეხვდება. საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეას პირველად შეხვდება.

წყარო: lelo.ge

SHARE