ზედიზედ ორი ტურია, თორნიკე ოქრიაშვილი “ანორთოსისში” ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და თემურ ქეცბაიას გუნდს გამარჯვებებში ეხმარება.
27 წლის შემტევმა ბოლოს ლარნაკის აეკ-თან გაიტანა გოლი, რითიც დიდი როლი ითამაშა “ანორთოსისის” მნიშვნელოვან გამარჯვებაში. ოქრიაშვილმა სალუთარ თავს არ უღალატა და 53-ე წუთზე ულამაზესი გოლის ავტორი გახდა, მისმა გუნდმა კი 2:1 მოიგო.
ოქრიაშვილს ბოლოს ოფიციალურ შეხვედრაში გოლი 2018 წლის 4 ოქტომბერს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე, “კრასნოდარის” შემადგენლობაში ჰქონდა გატანილი – მაშინ მან ბოლო წამზე “სევილიას” ულამაზესი “მაკრატელა” გაუტანა და ეს გოლი ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ შედევრადაც აღიარეს.
…და ზუსტად მაშინ, როცა ოქრიაშვილს თანადგომა და ფორმაში შესვლა სჭირდებოდა, “კრასნოდარიდან” გაუშვეს და ნახევარი წელი უგუნდოდ იყო.
ოქრიაშვილი მომხდარს ძალიან განიცდიდდა – ფამაგუსტის “ანორთოსისში” გადასვლა მისთვის იყო შანსი, რომ დიდი ფეხბურთში დაბრუნებულიყო. ბოლო პერიოდში “ოქრი” თავსი გამოჩენას ახერხებს. ის მე-10 ტურშიც გამორჩეული იყო და მომდევნოშიც.
ეს საქართველოს ნაკრების უახლოესი თამაშების გათვალისწინებით, ძალიან დამაიმედებელი ფაქტია. ათამაშებული ოქრიაშვილი ნებისმიერ მეტოქესთან სახიფათო და საჭიროა – გაიხსენეთ, მისი თამაშები, არაფრიდან გატანილი გოლები და თამაშის გამწვავებები. ბევრმა, შეიძლება, ნაადრევადაც ჩამოწერა ეს ნიჭიერი ფეხბურთელი… არადა, ისეთი მონდომებულია, იმედია, კარიერაში საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ აქვს.
წყარო: lelo.ge