იბრაჰიმოვიჩი 25 მარტს საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს

462

შვედური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ “მილანის” 39 წლის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა

მან ნაკრების მთავარ მწვრთნელ იან ანდერსონთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც, ის მუნდიალის შესარჩევ მატჩებში საქართველოსთან და კოსოვოსთან დაპირისპირებაში გამოძახებული იქნება.
ანდერსონი ოფიციალურად შემადგენლობას რამდენიმე დღეში დაასახელებს, თუმცა ყველა შვედური სპორტული გამოცემა ერთხმად ამტკიცებს, რომ ზლატანი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს ეროვნულ ნაკრებში 2016 წლის შემდეგ აღარ უასპარეზია. შვედეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება 25 მარტს გაიმართება.
 წყარი: sportall.ge
SHARE