შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, „მილანში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა – გვამცნობს ANSA.
მხარეები რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. გასულ ტურში „ატალანტასთან“ სამარცხვინო წაგების შემდეგ კი (0:5), შვედი „მილანში“ დაბრუნებას დათანხმდა.
ზლატანი „მილანში“ 2010-12 წლებშიც თამაშობდა. მაშინ მან 85 შეხვედრაში 56 გოლი გაიტანა, სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოიგო.
MLS – ის გასულ სეზონში იბრაჰიმოვიჩმა „ლოს ანჯელეს გალაქსის“ მაისურით, 31 მატჩში 31 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.
წყარო: worldsport.ge