იგორ ანგელოვსკი: ბარდი, რისტევსკი და ადემი დიდი დანაკლისია, მაგრამ ჩვენთან კიდევ არიან კარგი ფეხბურთელები!..

472

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ მედიის კითხვებს უპასუხა:

– რა დამანახა წინა ორმა თამაშმა? ეს ორი თამაში იყო შანსი, ერთმანეთი შეგვესწავლა და შემიძლია ვთქვა, რომ ერთმანეთის კარგად ვიცნობთ. 12 ნოემბერს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ უკეთეს ტაქტიკას შეარჩევს…

– დანაკლისი საქართველოსაც აქვს და ჩვენც. არ დავაკონკრეტებ, ვინ უფრო დაზარალდა. არც იმას, ვის ვათამაშებ. საუკეთესოებს შევარჩევ იმ ფეხბურთელებს შორი, ვინც ჩამოვიყვანეთ.

– მე პატივს ვცემ ჩემს კოლეგას, ვლადიმირ ვაისს, ის შესანიშნავად მუშაობს საქართველოს ნაკრებში, გუნდი ფინალში გაიყვანა, მან დიდ შედეგს მიაღწია შედარებით მწირი რესურსით, ისეთი რესურსით, როგორიც ჩვენია.

– ბარდი, რისტევსკი და ადემი, დიდი დანაკლისია, მაგრამ ჩვენ სხვა კარგი ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებიც არავისზე ნაკლებნი არ არიან.

– მოტივაცია, უდიდესია, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ვითაამშებთ. ამაზე მეტი სტიმული წარმოუდგენელია. გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა და თამაშს დიდი იმედით ველოდები.

– ვეთანხმები ვლადიმირ ვაისს იმაში, რომ დღეს ფეხბურთის ყველაზე სერიოზული მოწინააღმდეგე კორონავირუსია. მაგრამ პერიოდია ასეთი და სხვა გზა არ არის. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რაც გაგვაჩნია.

– ჩვენ რამდენიმე მოთამაშე არ გვყავს, მაგრამ ჩამოვიყვანეთ 21 ფეხბურთელი, რომელიც მზად არის გასამარჯვებლად და მთელი მაკედონიის გასახარებლად. ცალკე უნდა ვახსენო გორან პანდევი – დიდი ფეხბურთელი, ჩვენი დიდი მაკედონიელი, რომელიც თანაგუნდელებს ისტორიული წარმატებისკენ გაუძღვება.

წყარო: lelo.ge

SHARE