„ინდიანას“ პრეზიდენტი ბითაძეზე – დღეში დაახლოებით ათჯერ მწერს მზად ვარო!

399

გოგა ბითაძის სავიზო პრობლემები გაჭინაურდა, რის გამოც ქართველმა ცენტრმა საზაფხულო ლიგაში ვერც მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ქართველი მოთამაშის გარეშე მოასპარეზე “ინდიანა” გუშინ, 8 ივლისს, “დეტროიტთან” 84:102 დამარცხდა, დღეს კი “ატლანტას” წინააღმდეგ ითამაშებს, თუმცა დიდი ალბათობით, ბითაძე გუნდს ვერც ამ შეხვედრაში დაეხმარება.

ამასთან დაკავშირებით “ინდიანას” პრეზიდენტმა კევინ პრიჩარდმა ისაუბრა.

“სამწუხაროდ სავიზო პრობლემები იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ველოდით. ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ. ველოდებით, რომ რამდენიმე დღეში ჩვენთან ერთად იქნება. ბითაძე დღეში დაახლოებით ათჯერ მწერს: მზად ვარ, მზად ვარ, მზად ვარ!”, – ამბობს პრიჩარდი.

შეგახსენებთ, გოგა ბითაძე “ინდიანამ” დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია.

წყარო: sportall.ge
SHARE