საქართველოს ყინული ჰოკეის ნაკრების თავდამსხმელი თემურ ვედიაპინი პირველი ქართველი ჰოკეისტი გახდა, რომელმაც კანადურ კლუბ Maniwaki Mustangs-თან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ნათქვამია საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის განცხადებაში.
წინასწარი ინფორმაციით, კანადური კლუბისა და 19 წლის ქართველი ჰოკეისტის შეთანხმების ვადა რვა თვეზე იქნება გათვლილი.
Maniwaki Mustangs კანადური გუნდია ამავე სახელწოდების ქალაქიდან (კვებეკის პროვინცია). კლუბი გამოდის კანადის ახალგაზრდულ ლიგაში (CPJHL) აღმოსავლეთის დივიზიონში, სადაც ამჟამად მეორე ადგილს იკავებს.
წყარო: sputnik-georgia.com