ისტორიული შედეგი U15-ის წყალბურთელებისგან

516
24 ივლისს ბულგარულ ბურგოსში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა. მათ ეს შედეგი ისტორიაში პირველად დააფიქსირეს.
ქართველმა წყალბურთელებმა მერვედფინალში სლოვაკეთთან 12:8 გაიმარჯვეს. 25 ივლისს, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჰოლანდიას შეხვდება. მატჩი 21:30 საათზე დაიწყება.
შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გელა ტუკვაძემ:
“ძალიან რთული შეხვედრა იყო. თავიდან შანსები ალბათ 50/50-ზე გვქონდა. ჩვენმა გუნდმა უფრო კარგად, უფრო ძლიერად და უფრო მოტივირებულად ითამაშა. ვგრძნობდით იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ თამაშს მოჰყვებოდა. ევროპის საუკეთესო 8 გუნდში შევედით და ამით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. ახლა შევეცდებით, დავისვენოთ და მეოთხედფინალში უკვე მაქსიმალურად დავიხარჯოთ”, – აღნიშნა მწვრთნელმა.
საქართველო – სლოვაკეთი 12:8 (4:2, 4:1, 2:2, 2:3)

საქართველო: ჩაგელიშვილი, კოზაშვილი (1), გოცირიძე, ბაგაშვილი, გელაშვილი (1), ს. ტყეშელაშვილი (2), ახვლედიანი (3), ვასაძე, გორგოძე (1), კირიაკიდი, ჩიქოვანი (4), ცოტაძე, ნ. ტყეშელაშვილი

ჩვენი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს დაუზავდა (9:9), იტალიასთან წააგო (8:12)
ჰოლანდიას კი მოუგო (14:11).

წყარო: sportall.ge
SHARE