მსოფლიოს 20-წლამდელთა გასულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები იტალიასთან 17:29 დამარცხდა და ტურნირზე მე-10 ადგილი დაიკავა. თუმცა, ჩვენი გუნდი მოგებასთან ახლოს იყო და მეტოქემ ბოლოს მხოლოდ უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე იმარჯვა.
“უმცროსი ბორჯღალოსნები” მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მიჯრით მეხუთედ იასპარეზებენ და იტალიასთან რევანშის აღების შესანიშნავი შესაძლებლობაც მიეცემათ.
საქმე იმაში გახლავთ, რომ მომავალი პირველობა 2020 წელს იტალიაში ჩატარდება და ჩვენი გუნდი C ჯგუფში მასპინძლებთან მოხვდა.
ჯგუფში ჩვენს და იტალიის გუნდებთან ერთად სამხრეთ აფრიკა და არგენტინა იასპარეზებენ.
წყარო: sporall.ge