დღეს, ტურინის “იუვენტუსი” წინასასეზონო შეკრების პირველ სტადიას იწყებს.
“ბებერი ქალბატონის” განკარგულებაში არიან როგორც ახალწვეულები – ბუფონი, რაბიო, რემსი, ისე ის მოთამაშეებიც, რომლებსაც სხვა გუნდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.
საუბარია იგუაინზე, ხედირასა და კანსელოზე. აღსანიშნავია, რომ განაცხადში არ ფიგურირებს კრიშტიანუ რონალდუ.
ერთა ლიგაზე მონაწილეობის გამო, “ბიანკონერიმ” თავის ლიდერს შვებულება გაუხანგრძლივა და პორტუგალიელი გუნდს შაბათს შეუერთდება.
წყარო: goal.ge