როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსიმ” გონსალო იგუაინი არ გამოისყიდა.
არგენტინელი ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნდა, მაგრამ “პიპიტას” დატოვებას არც “ბებერი ქალბატონი” აპირებს.
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, “ბიანკონერიმ” თავისი თავდამსხმელისთვის ახალი გუნდი უკვე შეარჩია.
“შავ-თეთრების” ფორვარდი განათხოვრების წესით “რომაში” გადავა.
“ჯალოროსოს” ედინ ჯეკოს შემცვლელი სჭირდება, რადგან ბოსნიელი დიდი ალბათობით მილანის “ინტერში” გადავა.
წყარო: goal.ge