იურგენ კლოპი განრისხებულია: ეს არის დანაშაული!..

303

“ლივერპულის” მწვრთნელი იურგენ კლოპი სასტიკი წინააღმდეგია ინგლისური პრემიერლიგის გიჟური საახალწლო გრაფიკის. boxing Day – ამ სახელწოდებით ვიცნობთ დღეებს, როცა ნისლიან ალბიონზე ფეხბურთი არ ჩერდება.

ახლაც, 27 დეკემბერს მთავრდება ტური და მეორე დღესვე იწყება მომდევნო. ეს ინგლისური ტრადიციაა და ცხადია, მხოლოდ კლოპის პროტესტის გამო არ შეიცვლება.

“ითამაშო 26 დეკემბერს, ხოლო შემდეგ – 28-ში, ეს არის დანაშაული. მაგრამ, ამავდროულად, ეს არის რეალობაც. მესმის მათიც, ვისაც ეს არ მოსწონს და ამბობს, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს, თუმცა ხმამაღლა არ წუწუნებენ…

არ არსებობს რაციონალური მიზეზი, რის გამოც გუნდებს 48 საათზე ნაკლებ დროს აძლევენ ორი მატჩის ჩასატარებლად. ეს არის შემთხვევა, როცა ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ პრობლემებზე, მაგრამ ეს არავის აინტერესებს.

ყოველ წელს ერთი და იგივეა. სპორტული მეცნიერება კი ამაში ვერ გვეხმარება. დაღლილ ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება გარკვეული დრო, რათა დაისვენოს და ახალი სამუშაოსთვის მზად იყოს. ეს არის სწორედ მეცნიერება. თუმცა ჩვენს ამას იგნორირებას ვუკეთებთ”, – ამბობს კლოპი.

წყარო: lelo.ge

SHARE