იურგენ კლოპი: პრემიერლიგა პატივს არ გვცემს და „შრუსბერისთან“ U23 ითამაშებს

355
ინგლისის თასის 1/16-ფინალში “ლივერპული” გასვლაზე “შრუსბერის” დაუზავდა (2:2) და გადათამაშება 4 თებერვალს “ენფილდზე” გაიმართება. ამის გამო “წითლების” მენეჯერმა იურგენ კლოპმა უკმაყოფილება ვერ დამალა.
“2019 წლის აპრილში პრემიერლიგისგან წერილი მივიღეთ, რომ პატივი გვეცა ზამთრის შესვენებისთვის და არ მოგვეწყო ამხანაგური მატჩები. ჩვენ ამას პატივს ვცემთ.
ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ ზამთრის შესვენება გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ გადათამაშებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ახალგაზრდული გუნდი ითამაშებს.
თუ ფეხბურთის ასოციაცია ამას პატივს არ სცემს, ჩვენ ვერაფრის შეცვლას ვერ შევძლებთ. იქ ჩვენ არ ვიქნებით. მე არ ვიქნები. გუნდს U23-ის მწვრთნელი ნილ კრიტჩლი უხელმძღვანელებს”, – განუცხადა კლოპმა Goal-ს.
წყარო: sportall.ge
SHARE