კალაძის ჩაშლილი ტრანსფერი ლივერპულში და გაბრაზებული რაფა ბენიტესი

484

16 აპრილს ცნობილი ესპანელი სპეციალისტი რაფა ბენიტესი 60 წლის გახდა. ის ამჟამად ჩინური დალიანის თავკაცია, თუმცა კარიერის განმავლობაში, 10-ზე მეტი კლუბი გაუწვრთნია. მათ შორის, რეალი, ვალენსია, ლივერპული, ინტერი, ჩელსი და ნაპოლი. რა თქმა, უნდა ცალკე ღირს მისი მერსისაიდული პერიოდის გამოყოფა, რაფა ლივერპულს 2004-2010 წლებში წვრთნიდა. მან “წითლებს” ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ასოციაციის თასი მოაგებინა.

2007 წლის ლიგის ფინალის შემდეგ, მილანმა ლივერპული დაამარცხა. მარცხნიდან: კაფუ, კალაძე, კაკა და ოდო

Liverpool Echo-მ “წარმოიდგინა” როგორი იქნებოდა რაფას ლივერპული, ესპანელის ყველა სურვილი რომ დაეკმაყოფილებინათ ამერიკელ მფლობელებს.

რაფას პრიორიტეტებში, რომელთა შეძენაც მერსისაიდულმა კლუბმა ვერ მოახერხა სიმაო, დავიდ სილვა, გარეთ ბერი, ნემანია ვიდიჩი და კახა კალაძე იყვნენ.

ვნახოთ, რას წერს გამოცემა ლივერპულის კალაძით დაინტერესების შესახებ:

Liverpool Echo კახა კალაძეზე

რაფა ბენიტესს მილანის უნივერსალური მცველი კახა კალაძე 2007 წელს სურდა, როცა ქართველს იტალიურ კლუბში მწვრთნელთან და მეპატრონესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ბენიტესმა კალაძის თაობაზე კლუბის ამერიკელ მფლობელებს, ჰიკსა და ჯილეტს მიაკითხა. ლივერპულის ბოსს უთხრეს, რომ ზაფხულის დიდი ტრანსფერების შემდეგ, არსებულ შემადგენლობაზე გაეკეთებინა კონცენტრაცია.

ამას მოყვა სიურეალისტური პრესკონფერენცია, სადაც ბენიტესი თითქმის ყველა კითხვას ერთნაირად პასუხობდა: “კონცენტრირებული ვარ გუნდის ვარჯიშებზე”. ვიღაცამ დაითვალა და აღმოჩნდა, რომ რაფამ ეს ფრაზა ზუსტად 15-ჯერ თქვა! “მითხრეს, რომ ფული კი არ დამეხარჯა, არამედ, უფასო ფეხბურთელები მეშოვა”, – მოგვიანებით აღიარა რაფამ. რაც უნდა იყოს, ლივერპულმა კალაძე ვერ შეიძინა…

2019 წ. ლივერპულისა და მილანის ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი, ჯერარდი კალაძის წინააღმდეგ

კახა კალაძემ მილანში თითქმის 10 წელი ითამაშა, 2001 წლიდან 2010 წლამდე, ჯამში მან სერია A-ში 200-მდე მატჩში მიიღო მონაწილეობა მილანის მაისურით და 12 გოლი გაიტანა. 2010 წელს ის ჯენოაში გადავიდა სათამაშოდ, ორი წლის შემდეგ კი კარიერა დაასრულა.

წყარო: popsport.ge

SHARE