“ორდაბასისთან” ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე “ტორპედოს” მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ისაუბრა.
– ამბობენ, შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
– სამწუხაროდ, მართალია. ამ მატჩამდე კლუბი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა და აქ ახალი გუნდით ჩამოვედით.– ქალაქში ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევს. ხვალ 42 იქნება. ეს თქვენი გუნდის თამაშზე იმოქმედებს?
– არ ვართ მიჩვეულნი ასეთ სიცხეში თამაშს, მაგრამ ეს ხელის შემშლელი პირობა არ უნდა იყოს. ყველა შეხვედრას ყოველთვის მაქსიმალურად მომზადებულნი ვხვდებით. ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან…

– რას იტყვით მეტოქეზე? ვის გამოყოფთ “ორდაბასიდან”?
– მეტოქის არაერთი თამაში ვნახეთ და კარგად შევისწავლეთ. “ორდაბასი” ძალიან კარგი გუნდია, მას კარგი მწვრთნელი უდგას სათავეში. ვიცნობთ ზიგი ბადიბანგას… მაგრამ აქ საბრძოლო განწყობით ჩამოვედით და არავისი გვეშინია!
წყარო: sportall.ge