ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ჰარი კეინმა რეკორდი დაამყარა. კეინმა შესარჩევი ეტაპის ყველა შეხვედრაში გოლი გაიტანა, მსგავსი რამ ინგლისელთაგან აქამდე არავის გაუკეთებია.
შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ინგლისმა გასვლაზე კოსოვო 4:0 გაანადგურა, მეორე გოლი კეინის ანგარიშზეა.
კეინს სულ 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვა. 12 გოლით კეინი ჯერჯერობით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.
წყარო: worldsport.ge