საქართველოს ნაკრებისა და “რუბინის” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით 3 იტალიური კლუბი დაინტერესდა, – ირწმუნება Calciomercato.
გამოცემის მტკიცებით, კვარაცხელიას შეძენა “ტორინოს”, “უდინეზესა” და “სასუოლოს” სურთ, მაგრამ მთავარი პრეტენდენტი ტურინული კლუბია.
ამ სეზონში ქართველმა ლეგიონერმა “რუბინში” 14 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა და ზედიზედ სამჯერ დაასახელეს გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელად.
Transfermarkt-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ფასი 7.5 მილიონი ევროა, კონტრაქტი კი ყაზანურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
წყარო: sportall.ge