კვარაცხელია სუპერვარსკვლავი უნდა გამხდარიყო – აგენტებმა ფულის გამო წაიყვანეს

420
მოსკოვის “ლოკომოტივის” გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ “რუბინში” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.
“ხვიჩას ინტერესები აგენტებმა შეიწირეს. ჩვენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმებული ვიყავით.
ვიცი, სიომინი მას ისე აღიქვამდა, როგორც მომავალ ვარსკვლავს, ჯერ კიდევ გერკუსისას (კლუბის ყოფილი პრეზიდენტი – რედ.) საუბრობდა ამაზე.

თუმცა, არ არის ხვიჩას დადანაშაულება საჭირო. მის ისტორიაში დამნაშავენი აგენტები არიან, რომლებმაც უცბად ფულის შოვნა გადაწყვიტეს. ალბათ, საჭირო იყო შეთანხმების უფრო მკაცრად შესრულება მომეთხოვა, ვნანობ, რომ ასე არ მოვიქეცი.

თუ საგნებს თავის სახელებს დავარქმევთ, ის აგენტებმა წაიყვანეს. არ მესმის, როგორ…

ჩემპიონთა ლიგა, კეთილგანწყობილი მწვრთნელი, შესანიშნავი ურთიერთობა გუნდში, კვირკველიას მეურვეობა.

ადექი და გახდი სუპერვარსკვლავი. ძალიან სამწუხაროა, რომ წავიდა”, – ციტირებენ კიკნაძეს sports.ru და championat.com-ი.
წყარო: sportall.ge
SHARE