კვირკველია და დავითაშვილი ერთ გუნდშ ითამაშებენ

425

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა კვირკველია “როტორში” ითამაშებს. ქართველი უკანახაზელი ვოლგოგრადული კლუბის ღირსებას სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დაიცავს.

“როტორმა” 28 წლის ჩვენებურის ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დაადასტურა. ბოლო დროს კვირკველია იშვიათად ხვდებოდა მოსკოვის “ლოკომოტივის” სასტარტო შემადგენლობაში.

ასევე “როტორში” ითამაშებს 19 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი. ჩანდა, რომ “რუბინის” მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მას ნაკლებად ენდობოდა. “როტორში” ისიც სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

მოკლედ, ასეთია ვოლგის ნაპირებზე ქართველები დიდი გადასახლების ამბავი – შეგახსენებთ, რომ “როტორში” ირიცხებიან ჯანო ანანიძებექა მიქელთაძე და რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანი. გუნდს ბელარუსის ნაკრებისა და კიევის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრ ხაცკევიჩი წვრთნის.

წყარო: lelo.ge

SHARE