ესპანურ შეკრებაზე ჩატარებულ პირველ ამხანაგურ მატჩში მოსკოვის “ლოკომოტივი” “სტიაუას” დაუზავდა – 3:3.
როგორც იცით, გაურკვეველი მიზეზების გამო პირველ წრეში მწვრთნელი იური სიომინი საბა კვირკველიას არ ათამაშებდა, ამჯერად კი 90 წუთი თავისი გუნდიდან მხოლოდ ჩვენებურმა იასპარეზა.
სიომინი ფეხბურთელებს პლაჟზე ავარჯიშებს და მისი გუნდი ესპანეთში კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს – 23 იანვარს ხორვატიის “ოსიეკთან” და 26 იანვარს კორეის “ჩონბუკთან”.
წყარო: sportall.ge