კვირკველია TOP დაკარგულებში

363

საბა კვირკველია ის მოთამაშეა, რომელიც რუსეთის პრემიერლიგას ძალიან დააკლდა – საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი ინტერნეტგამოცემა championat.com-მა იმ 10 ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებმაც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი სხვადასხვა მიზეზით გამოტოვეს და დააკლდნენ როგორც ლიგას, ასევე გულშემატკივარს.

“10 მაგარი ფეხბურთელი, რომლმაც გაზაფხულზე უნდა გაბრწყინოს – სეზონის პირველ ნაწილში ისინი ძალიან დაგვაკლდნენ. სამწუხაროდ, რუსეთის პრემიერლიგის პირველ ნაწილში ჩვენ ერთდროულად რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელის თამაშით ვერ ვისიამოვნეთ. ზოგიერთს თამაშის საშუალებას ტრავმა არ აძლევდა, ვიღაცას სხვა მნიშვნელოვანი მიზეზების გამო საკმარისი სათამაშო დრო არ მიეცა... გაზაფხულზე ჩვენ მათ ბრწყინვალე დაბრუნებას ველოდებით”, – წერს რუსული გამოცემა.

საქართველოს ნაკრების მცველი მოსკოვის “ლოკომოტივის” და რუსეთის პრემიერლიგის გამორჩეული მცველი იყო. მაგრამ მიმდინარე სეზონში თითქმის აღარ ათამაშებენ და “დაკარგულების” ათეულში მისი მოხვედრა გასაკვირი არ არის.

“გასაკვირია, რომ მიმდინარე სეზონი რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა “ლოკომოტივის” სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. მაშინ კვრკველია ამტკიცებდა, რომ სათამაშო პრაქტიკის არქონა მის რთულ ტრავმას უკავშირდებოდა. გასულ სეზონში პაუზის გარეშე თამაშებმა გამოიწვია ისეთი ტკივილები, რის გამო ფეხბურთელს ვარჯიშიც კი უჭირდა.

საბა დაბრუნებას შემოდგომაზე ვარაუდობდა.  სექტემბრის ბოლოს მან ლოკომოტივში” რუსეთის თასზე ითამაშა. თუმცა, შემდეგ ისევ ყრუ “თადარიგში” გადაისროლეს. შემდეგ იური სიომინმა კვირკველია მოედანზე “ტამბოვთან” ნოემბრის მატჩის მეორე ტაიმში შეუშვა... მერე საბა თავიდან ბოლომდე ითამაშა “ლოკომოტივის” წლის ბოლო მატჩი მადრიდის “ატლეტიკოსთან”... ასე რომ, სავარაუდოდ, გაზაფხულზე ქართველი მცველის “რკინიგზელთა” სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებას შეიძლება ველოდოთ”, – წერს championat.com.

ტოპდაკარგულებში მოხვდა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე, ბრაზილიელი მალკომი (“ზენიტი”), რომელშიც კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 40 მილიონი ევრო გადაიხადა, შვედეთის ნაკრების წევრი ვიქტორ კლასონი (“კრასნოდარი”), რუსეთის ნაკრების წევრები – ალან ძაგოევი (ცსკა) და იური გაზინსკი (“კრასნოდარი”), პერუს ნაკრების თავდამსხმელი ჯეფერსონ ფარფანი (“ლოკომოტივი”), ალექსანდრ კოკორინი (“ზენიტი”) და პაველ მამაევი (“როსტოვი”), რომლებიც დაპატიმრებულები იყვნენ და მხოლოდ ახლახან გაათავისუფლეს.

წყარო: lelo.ge

SHARE