ტურნირზე სხვადასხვა ვარსვკლავებმა მიიღეს მონაწილეობა – ლიონელ მესიმ, რობერტო ფირმინომ, გაბრიელ ჟესუსმა, ხამეს როდრიგესმა, რადამელ ფალკაომ, ლუის სუარესმა, ედინსონ კავანიმ, მაგრამ მიუხედავად ასეთი ჩამონათვალისა, ყველაზე მეტი გოლის გატანა ბრაზილიელმა შემტევმა, ევერტონმა მოახერხა – 3.
ამდენივე გოლი დაუგროვდა პერუელ შემტევს, პაოლო გერეიროს, მაგრამ ჯილდო ევერტონს იმიტომ გადაეცა, რომ 3 გოლის გარდა, ბრაზილიელს ერთი საგოლე გადაცემაც ჰქონდა შესრულებული.
ორივე ხსენებულმა ფეხბურთელმა ფინალშიც მოახერხა გოლის გატანა – ევერტონმა მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა, გერეირომ კი 44-ზე, წონასწორობა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აღადგინა.
წყარო: goal.ge