კოპა ამერიკას სიმბოლური მესის გარეშე

471

კონმებოლმა კოპა ამერიკას საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

ნაკრებში ყველაზე მეტი ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელია (5), რომელიც ჩემპიონი გახდა. შემდეგ მოდის ფინალისტი პერუ (2), თითო-თითო ფეხბურთელი კი კოლუმბიიდან, ჩილედან, ურუგვაიდან და არგენტინიდან შევიდა.

მეკარე: ალისონ ბეკერი (ბრაზილია)

მცველები: დანი ალვეში (ბრაზილია), ხოსე მარია ხიმენესი (ურუგვაი), ტიაგო სილვა (ბრაზილია), ტრაუკო (პერუ)

ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი (არგენტინა), არტური (ბრაზილია), არტურო ვიდალი (ჩილე)

თავდამსხმელები: ხამეს როდრიგესი (კოლუმბია), ევერტონი (ბრაზილია), პაოლო გერეირო (პერუ).

წყარო: goal.ge
SHARE