კორეული პრესა საქართველოს ნაკრებზე

511
კორეული ფეხბურთის შესახებ მომუშავე ინგლისურენოვანმა გამოცემამ, kleagueunited.com-მა სამხრეთ კორეისა და საქართველოს ნაკრების თამაშის წინ მცირე მიმოხილვა გამოაქვეყნა.

 

Sportall.ge სტატიის საინტერესო ნაწილის თარგმანს გთავაზობთ.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა დანიასთან გამართა და 1:5 დამარცხდა. ასევე, ტექსტში მოცემულია ცნობები ვაისის შესახებ.

 

“ალბათ, “სელტიკის” ფანებს არ ახსოვს სახელი და გვარი ვლადიმირ ვაისი, თუმცა ახსოვთ ბრატისლავის “არტმედია”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოთიშა შოტლანდიური კლუბი. ვლადიმირ ვაისმა ამის შემდეგ თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდი ჩაიბარა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც გაიყვანა.

 

საქართველოს ნაკრებს ვაისი 2016 წლიდან წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა უფრო მეტი თამაში მოიგო, ვიდრე წააგო. აღსანიშნავია ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მიღწეული გამარჯვება.

 

საქართველოს ნაკრებმა ადვილად მოიგო თავისი ჯგუფი ერთა ლიგაზე და დაამარცხა ისეთი გუნდები, როგორებიცაა ყაზახეთი და ლატვია. ამ ყველაფერმა მათ ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის პლეი-ოფში თამაშის უფლება მისცა.

 

რეალურად, ეს ქართველების ერთადერთი შანსია ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, რადგან ჯგუფში ირლანდიასთან, დანიასა და შვეიცარიასთან წააგეს და არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებიან.

 

საქართველო დანიასთან საკუთარ მოედანზე გასამართ შეხვედრაში დაცვითი უნარ-ჩვევების გამოყენებას შეეცდება და მათი მიზანი უფრო კარგი შედეგის მიღწევა იქნება, ვიდრე 1:5 მარცხი იყო გასვლაზე.

 

თუ სამხრეთ კორეას სურს ამ შეხვედრიდან რაიმეს მიღება, ისინი საბა კვირკველიას უნდა გასცდნენ. საქართველოს დაცვის ცენტრში კლდე დგას. მართალია, მან დაკარგა “ლოკომოტივის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი, თუმცა ეს ძალიან უცნაურად ჩანს, რადგან გასულ სეზონში მისი თამაშის დროს მოსკოვურმა კლუბმა საკუთარი კარი მშრალად 12 შეხვედრაში შეინახა.

 

კორეის ნაკრები აუცილებლად ეცდება, რომ კიმ შინ-ვუ გრძელი პასებით მოამარაგოს და შესატევი სივრცეც შეუქმნას, თუმცა კვირკველია ვუსავით მაღალია და მასზე გაკეთებულ პასებს უფრო ადვილად გაუმკლავდება, ვიდრე ჩინეთის სუპერლიგაში მყოფი მცველები, რომელთა წინააღმდეგ თამაშსაც არის შეჩვეული ვუ.

 

ძალიან ხშირად კვირკველიასთან ერთად დაცვის ცენტრში თამაშობს დავით ხოჭოლავა, რომელიც უკრაინულ გრანდ “შახტართან” ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის (რედ: ხოჭოლავა და კვირკველია საქართველოს ნაკრებს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარებიან).

მოედნის მეორე მხარეს არის გიორგი ქვილითაია, რომელიც შარშანდელი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და “გენტში” პირველი გაცდენილი სეზონის შემდეგ თამაშობს. როცა ის ფორმაშია, საკმაოდ ბევრი გოლი გააქვს. 40 შეხვედრაში 30 გოლი შეაგდო “დინამოს” შემადგენლობაში, ხოლო ბელგიაში გადასვლამდე ვენის “რაპიდში” თამაშობდა და 67 თამაშში თავი 22-ჯერ გამოიჩინა.

კორეის ეროვნული გუნდის შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისათვის:

 

მეკარეები: კიმ სუნ-გიო (“ულსან ჰიუნდაი”), ჩო ჰიან-ოო (“ჰაიგუ”), ქუ იუნ იან (“ქონსადოლი საპორო”)

 

მცველებ: კიმ იან-გუან (“გამბა ოსაკა”), კიმ ინ-ჯე (“ბეიჯინგ გუანი”), პაკ ჯი-სუ (“ხუანჭო ეველენდი”), ქონ ქიონ-ვან, კიმ ჯინ-სუ, ლი იონ(“ძანბუკ ჰიუნდაი”), ჰუნგ ჩაილ (“სუან სამსუნგი”), კიმ ტე ჰან (“ულსან ჰიუნდაი”)

 

ნახევარმცველები: ჩონ ჰუ-იან (“ალ სადი”), სო ჰუ-პაიკ (“ჟირონა”), ინ-ბომ ჰან (“ვანკუვერ ვაითქეფსი”), ლი ქან-ინ (“ვალენსია”), კონ ჩან-ჰუნ (“ფრაიბურგი”), ლი ჯე-სან (“ჰოლსტენ კილი”), ლი ჩან-იონ (“ბოხუმი”), ლი დონ-ქან, კიმ ბო-ქან (“ულსან ჰიუნდაი”), სონ ჰენ მინ (“ტოტენჰემ ჰოთსპური”), ჰან ჰი ჩან (“ზალცბურგი”), ნა სანგ ჰო (“ტოკიო”)

თავდამსხმელები: კიმ შინ-ვუ (“შანხაი შენხუა”), ლი ჩონ-ჰაიაპ (“ბუსან აი პაქ”), ჰანგ ი-ჩო (“ჩილონი”)

საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის ამხანაგური მატჩი ზეგ, 5 სექტემბერს, სტამბოლში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
წყარო: sportall.ge
SHARE